ევროსტატი ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკას აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ წინა წლებთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია.
▪️2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, გერმანიაში 1 395-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (5 155) შემცირებულია 72.9%-ით.
▪️ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგადად 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის 5 080 პირველადი განაცხადი, *რაც 59%-ით არის შემცირებული 2023 წელთან შედარებით (12 365 პირველადი განაცხადი).
▪️ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობით ტოპ 5 ქვეყანაა:
▪️ გერმანია (1 395 განაცხადი);
▪️ იტალია (1 165 განაცხადი);
▪️ საფრანგეთი (1 125 განაცხადი);
▪️ ბელგია (345 განაცხადი);
▪️ ირლანდია (270 განაცხადი).