წალენჯიხაში უბედურ შემთხვევას პოლონელი ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ინწრას ხეობაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი ხეობაში, საცალფეხო ბილიკით გადაადგილდებოდა, რა დროსაც 35 წლის ქალს ფეხი დაუცურდა და ხრამში გადავარდა. პოლონელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედრის ამოსვენება მალევე მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები