უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო.
რადა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილებას მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს.
სტეფანიშინა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა.
მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის „შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება.
ამ განცხადების შემდეგ კი, ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა.