თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძემ, შსს-ს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას , კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები