უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია ერთი თვე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინამ რუსული ტერიტორიის თითქმის 1 300 კვადრატული კილომეტრი დაიკავა და რუსეთის ტრანსციმბირული მაგისტრალის გაზის ექსპორტის მნიშვნელოვან კვანძზე, ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა, წერს The Telegraph-ი.
გარდა ამისა, უკრაინამ სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა და კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გასაძლიერებლად დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა განალაგა.
როგორც The Telegraph-ი აღნიშნავს, ეს დიდი წარმატებაა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც რუსეთში ცუდად გაწვრთნილ წვევამდელებს დაუპირისპირდნენ, რუსეთის თავდაცვის სისუსტეები გამოააშკარავა. ამასთან ერთად, უკრაინული ჯარი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, რამაც ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტის გაყინვა გამოიწვია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მორალური თვალსაზრისით კიევის ეს გამბიტი შედგა, სამხედრო კუთხით კი ასე არ არის.
„შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ კურსკზე შეტევამ უკრაინულ არმიას თვითდაჯერებულობა შესძინა. დამაჯერებლობის ეფექტი კურსკზე იერიშის მიტანით გაძლიერდა. სუმის ოლქში გადასროლილ უკრაინულ ძალებს ჯერ ეგონათ, რომ თავდაცვით ოპერას ასრულებდნენ. რუსული თავდაცვითი ხაზის შთამბეჭდავი კრახის ხილვა კარგის მომტანი იყო უკრაინის დაღლილი ძალებისთვის, და ბევრს 2022 წლის სექტემბერში ხარკოვში რუსეთის კატასტროფული კაპიტულაცია გაახსენა“, – აღნიშნავს The Telegraph-ი.
ამ ოპერაციამ უკრაინელი სამხედროები მათი მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის გარშემო გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დიდ სამხედრო გამარჯვებებში მისი წვლილიცაა, მას მაინც საბჭოთა სტილის მეთაურად თვლიან, რომელსაც ჯარისკაცების სიცოცხლე ნაკლებად აღელვებს. ბახმუტის დაკარგვასაც მას უკავშირებენ. გარდა ამისა, დედამისი დღემდე რუსეთში ცხოვრობს და სოციალურ ქსელებში რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერს.
მიუხედავად ასეთი წარმატებისა, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე სიტუაციის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. რუსეთმა ქალაქ ავდიივკასთან მდებარე დასახლებული პუნქტები ნიუ იორკი და მეჟევოე აიღო. ის აგრეთვე პოკროვსკის აღებისთვის ემზადება.
უკრაინამ აღმოსავლეთით ტერიტორიების სწრაფი დაკარგვა დაიწყო. გარდა ამისა, რუსული საზოგადოების აპათიის ფონზე კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების მიმართ რთულად წარმოსადგენია, რომ რუსეთი დონეცკიდან ძალებს კურსკში გადაისვრის საკუთარი მიწის დასაცავად.