ბელარუსის სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სარდლის პირველი მოადგილის სერგეი ფროლოვის განცხადებით, გვიან ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცე რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.
„5 სექტემბერს, ღამე ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ“, – თქვა მან.
ფროლოვის განცხადებით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა. ბელარუსის თავდაცვის უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვის ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატები.
კომენტარები