„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა გვარამიას პარტიაში ამ წუთებში ორი პარალელური საარჩევნო სია დგება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გვარამია პარტიის წევრებს არწმუნებს, რომ არჩევნებში იღებენ 12-14%-ს, თუმცა როგორც ლიდერები საუბრობენ, არსებობს მცირე, მაგრამ რისკი, რომ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახონ. ახლა კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმდინარეობს ვაჭრობა, რომ „ნაცმოძრაობის“ სიაში „ახალის“ რიგებიდან შვიდ ადამიანამდე შეიყვანონ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ოცეულში არ არიან გიორგი ბარამიძე, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, მამუკა ყურაშვილი, თუმცა ოცეულში მოხვდნენ გია და ბონდო თედორაძეები, დავით ჯუღელი, თეონა ჭალიძე, ბექა ქორჩილავა, ლევან მეტრეველი და ირაკლი ფავლენიშვილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი სიის ოცეულში მოხვდებიან თუ არა ხატია დეკანოიძე და დიმიტრი ჩიქოვანი.
რაც შეეხება პარტია „ახლის“ სიას, თუ მათ დამოუკიდებელი სია ექნებათ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ნიკა მელია ათეულში საერთოდ ვერ მოხვდეს