პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ცესკოში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების საკითხს გამოეხმაურა.
„არის წრე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც პირდაპირ დაკვეთაზე მუშაობენ. როგორც 2020 წელს გვახსოვს, მათი დაკვეთა იყო, ტყუილზე დაფუძნებული მონაცემები მიზანმიმართულად გაევრცელებინათ, რათა ეს გამხდარიყო არჩევნების დელეგიტიმაციისა და რევოლუციური სცენარების განხორციელების მიზეზი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.