საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ [რუსეთმა] საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ეს [ლავროვის] განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება. მსოფლიოში ასეთი ფორმულის გარეშე გამოცდილება არ არსებობს, თუ არა სხვა გამოცდილება, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები