„ლელოს“ თავად საკუთარი სიის შემადგენლობაში აქვს პრობლემა. „ლელო“ დაკომპლექტდა მორალისა და პრინციპებისგან დაცლილი ადამიანებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
„ეს ადამიანები გააერთიანა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა, გააერთიანა ფულმა, დაფინანსებამ. სწორედ ამ დაფინანსების დამალვას ცდილობენ ბანერებით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ლელო“ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პოსტებს აქვეყნებს, შემდეგ ისე არეკლამებს, რომ ამ რეკლამაში გადახდილი თანხა კონფიდენციალური დარჩეს.
კომენტარები