მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს, – განაცხადა „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „ქარდების“ შეფასებისას.
„აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? – აქვს. „ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” – ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის ე.წ. ქარდებს აქვეყნებს.
კომენტარები