ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმობა საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, – განაცხადა სახალხო დღესასწაულ „თბილისობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ.
„მაქვს იდეა, რომ ყოველი ამ ღონისძიების დროს არ შესრულდეს ბევრი სიმღერა, არ იყოს დიდი კონცერტი და დაჯილდოების შემდეგ შესრულდეს მხოლოდ რევაზ ლაღიძის სიმღერა თბილისზე. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩვენ შეგვრჩება ენერგია, რომ 6-ში, რიყეზე გავუმასპინძლდეთ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ძალიან დიდი კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის საუკეთესო ვოკალისტები“, – აღნიშნა რეჟისორმა.
კომენტარები