აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.
„ვვარაუდობ, რომ როდესაც ისინი შეაფასებენ, თუ როგორი რეაგირება ექნებათ, დისკუსიას შემდეგ გავმართავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე.
მისი თქმით, ისრაელი არ აპირებს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, ისრაელის ადგილზე რომ ყოფილიყო, ირანის ნავთობსაბადოებზე დარტყმების ნაცვლად „სხვა ალტერნატივებზეც“ დაფიქრდებოდა.
კომენტარები