ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველმა ერთხელ უკვე ნახა რაც იყო სააკაშვილის რეჟიმი და მეორედ ამ ზღვაში არავინ შევა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„ოპოზიციური ძალები თავიანთი მედიასაშუალებებით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ 2011-2012 წლებში, როდესაც გვკრძალავდნენ, დაგვდევდნენ, ჩვენს რეკლამას არ ათავსებდნენ, არ ავრცელებდნენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას. მათი ხელწერა იგივე რჩება და სწორედ ამიტომ, არ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველმა უკვე ნახა რაც იყო სააკაშვილის რეჟიმი და მეორედ ამ ზღვაში არავინ შევა“, – განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები