ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიების სფერო ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს განსაკუთრებული ზრდა ამ მიმართულებით, მათ შორის სამუშაო ადგილების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ დარგის, ამ სფეროს განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამისთვის კონკრეტული სტატუსები განისაზღვრება.
„მაგალითად, ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსი, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ამ კომპანიებისთვის განისაზღვრება საგანგებო საგადასახადო შეღავათები, რაც სტიმულს მისცემს ამ სექტორის განვითარებას. ასევე დაგეგმილია 160 სტარტაპის მომზადება და დაფინანსება ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები – ეს არის სამი განსაკუთრებულის ფერო, რაზეც აქტიურად იმუშავებს მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და აქაც სერიოზულ შედეგებს ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ცალკეა გამოყოფილი ძალიან პროექტი – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომლის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.
„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება ყოფილ პარლამენტის შენობაში, ქუთაისში. იქ განთავსდება თანამედროვე ტექნოპარკი, ოფისები, შესაბამისი საერთაშორისო კომპანიებისთვის და ა.შ. ამ ყველაფერზე დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
“ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიების სფერო ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს განსაკუთრებული ზრდა ამ მიმართულებით”
2024/10/07 21:10:26
კომენტარები
ნანახია: 15 ჯერ