ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ბეირუთზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მოკლულია დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც ირანიდან იარაღის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუსიენი ირანული იარაღის ტრანსპორტირებისა და „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფებში მისი დარიგების პროცესს მართავდა.
ისრაელში აცხადებენ, რომ ჰუსეინი ასევე პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლას“ ბიუჯეტის შედგენაზე და კოორდინაციას უწევდა დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართული იყო ისრაელის, ლიბანისა და სირიის წინააღმდეგ.
ისრაელის არმიის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 450 მებრძოლი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა და 30 სხვა მაღალჩინოსანი.