ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღეს გახლავთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ქართული ოცნების“ პროგრამას რაც გამოარჩევს, უნდა აღვნიშნოთ და საზოგადოებას მინდა ვთხოვო დაუკვირდეს, რომ რეალურად არცერთ ოპოზიციურ პარტიას ასე მკაფიოდ, ცხადად, რიცხვებითა და კონკრეტული დასაბუთებით არ უსაუბრია იმაზე, თუ როგორ ხედავს სამომავლო განვითარებას, რომ აღქმადი ყოფილიყო ამომრჩევლისთვის 4 წლისთავზე სად იქნება ჩვენი ქვეყანა. გუშინდელი ჩვენი პროგრამის წარდგენა რეალურად იძლეოდა, აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ყველა ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღეს გახლავთ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.