აშშ-ის შტატ ფლორიდაში მოსალოდნელი ქარიშხლის „მილტონის“ გამო 5,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
შტატის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა, ამტკიცებს გამოცემა. ადამიანებს ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს დატოვება მოუწიათ. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მივიდნენ უახლოეს თავშესაფრებამდე და იქ დაბინავდნენ.
აშშ-ის ტერიტორიაზე ქარიშხალ „მილტონს“ ოთხშაბათს ელოდებიან და სპეციალისტების ვარაუდით, იმ დრომდე ის უფრო გაძლიერდება და „პოტენციურად კატასტროფული“ გახდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ამ რეგიონს დაატყდა თავს. მანამდე ქარიშხალ „ჰელენს“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები