ვფიქრობ ქართველ ხალხს აქვს საკმარისი ჭკუა გადაწყვიტოს მომავალი. მათ არ სჭირდებათ მიიღონ ბრძანებები მოსკოვიდან და არც ბრძანებები ევროკავშირიდან. ამ მიზეზების გამო, მე ვფიქრობ რომ ეს რეზოლუცია ძალიან უცნაურია და არჩევნების წინ მისი მიღება სწორი არაა, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა. მისი თქმით, ხელისუფლების საწინააღმდეგო რეზოლუციაზე კენჭისყრა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამ პროცესში უცხოური ჩარევაა.
„ძალიან განცვიფრებული ვიყავი ამ რეზოლუციით. მე ვერ ვხვდები რა არის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მიზანი. თქვენ გჭირდებათ სტაბილურობა, სიმშვიდე არჩევნებისთვის. ხელისუფლების საწინააღმდეგო რეზოლუციაზე კენჭისყრა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არის ნათლად უცხოური ჩარევა. ამ პარლამენტში ჩვენ ვართ უცხო ძალების ჩარევის, რუსეთის, ჩინეთის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევის [წინააღმდეგი] და მე ამას ვეთანხმები. რატომ ვაკეთებთ იმავეს სხვა ქვეყნის მიმართ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ ქართველ ხალხს აქვს საკმარისი ჭკუა გადაწყვიტოს მომავალი. მათ არ სჭირდებათ მიიღონ ბრძანებები მოსკოვიდან და არც ბრძანებები ევროკავშირიდან. ამ მიზეზების გამო, მე ვფიქრობ რომ ეს რეზოლუცია ძალიან უცნაურია და არჩევნების წინ მისი მიღება სწორი არაა. თქვენ ხართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ გვაქვს საქართველოს მიმართ ძლიერი გრძნობები და კავშირი ქართველ ხალხთან. მე ვფიქრობ საბჭოური მიდგომაა მოწოდება, რომ ეს უნდა გააკეთო და ის უნდა გააკეთო. უკაცრავად, ჩვენ ხომ დემოკრატიაში ვცხოვრობთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს მეთოდი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის ბრძანებების მიცემის. ჩვენ გვჭირდება ევროპული თანამშრომლობა, ქვეყნების პატივისცემა. თითოეული ქვეყნის ისტორია განსხვავებულია და მათი გათვალისწინება უნდა მოხდეს. მე მივცემ ხმას ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც პატივს სცემს ქვეყნებს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, რადგან კოლონიალიზმი დასრულებულია. ევროკავშირის მისია არაა გაკვეთილები ასწავლოს თავისუფალ ქვეყნებს. ამიტომ არ ვაძლევ ხმას ამ რეზოლუციას. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ჩემთვის მიუღებელი იქნება, თუ საქართველო მომიწოდებს საფრანგეთში ვინმეს გათავისუფლებას ან სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლას. ქვეყნის პატივისცემა – ეს არის ყველაზე სწორი ღირებულება რაც ევროკავშირს აქვს. მე არ ვიცი დეტალები კარგად ამ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების, მაგრამ ვიცი რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია. ეს საკმარისია ჩემთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.