გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, წიგნი სავარაუდოდ, ნოემბერში გამოვა.
როგორც ცნობილია, მერკელთან ერთად მემუარებზე მისი ასისტენტი, ბეატა ბაუმანი მუშაობდა.
700-გვერდიანი წიგნის სახელწოდება „თავისუფლებაა“ და ის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, 26 ნოემბრიდან იქნება.
პრეზენტაციის საჯარო ღონისძიება Deutsches Theater-ში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 10 ოქტომბერს დაიწყება.
ანგელა მერკელის მემუარების შეძენა 30-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წევრი პირველად1990 წელს გახდა, 2000 – 2018 წლებში მემარჯვენე „კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიის ლიდერი იყო. თექვსმეტი წლის განმავლობაში, 2021 წლის არჩევნებამდე, ის გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
ანგელა მერკელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.