”არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე!”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას:
„სწორედ ამ სულისკვეთებით, სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია“კონსტიტუცია ყველასია”, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა დათანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი.
ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელიდა კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში.
ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა.
მოვუსმინოთ ხალხს!
და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება,რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება,რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.