გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავა. პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს კანონმდებლები, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, და დიპკორპუსი უსმენს.
“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად, აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე
მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ. და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან, მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არა ერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.