ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თავდასხმა ქალაქ ორლანდოში ჰელოუინის დღესასწაულზე მოხდა. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე წუთში კი ბოროტმოქმედმა კვლავ ისროლა.
პოლიციამ 17 წლის მოზარდის დაკავება მოახერხა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები