ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიბითურონ თავი, მათ ადრე თუ გვიან პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„თუმცა, მანამდე, როგორც სჩვევიათ რადიკალებს, თუ სურვილი ექნებათ მოაწყობენ აქციებს და ხალხს ნერვებს მოუშლიან. როდესაც სიმართლე შენკენ არ არის, ყველა ასეთი პროცესი არის მარგინალური. გადადგან კონკრეტული ნაბიჯი, მიიღონ არჩევნები, მიიღონ დამარცხება, საკუთარ ელექტორატს სცენ პატივი და პარლამენტში შემობრძანდნენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები