უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლელი პოლიტიკოსები ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო ანდერძის ჩაწერას სთავაზობდნენ.
კულებას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა რუსეთის შეჭრამდე განაცხადა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილში შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო და ეს ოპტიმისტური სცენარით.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ მთავარი საკითხი იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობა.
კულებამ ასევე გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, „უკრაინის დიდმა მეგობარმა“ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ვიდეო ანდერძის ჩაწერა „ყოველი შემთხვევისთვის“.
კომენტარები