თურქეთი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. კანონპროექტი, რომლის განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში იგეგმება, მიზნად ისახავს, აღკვეთოს იმ პირთა ქმედებები, რომლებიც, უცხოური ქვეყნის ან ორგანიზაციის გავლენით, სახელმწიფოს უსაფრთხოების ან შიდა თუ გარე პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„იგი მსგავსია საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების შესახებ კანონისა, რომელმაც დასავლელი პარტნიორების მკაცრი კრიტიკა და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია“, – წერს „ბლუმბერგი“.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თურქეთში შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტში ბუნდოვანი ჩანაწერებისა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამო. მათი აზრით, ხელისუფლებას შეეძლება, კანონი ნებისმიერი კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენოს.
ამასთან, „ბლუმბერგის“ ცობით, თურქეთში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კანონის დამრღვევებს, შესაძლოა, შვიდ წლამდე პატიმრობა მიესაჯოთ.
კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა ათობით მედიასაშუალებამაც, რომლებიც კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.