ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მას შეუძლია რუსეთის და ჩინეთის კვლავ განცალკევება. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ კარგავს დოლარის სტანდარტს, რაც ომის წაგების მსგავსია.
„ერთი რამ, რაც არასდროს გვინდოდა, გვეხილა, არის რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება. ჩვენ გავაერთიანეთ ისინი. ბაიდენმა გააერთიანა ისინი. ეს სირცხვილია და სისულელეა, რაც გააკეთეს. მე მომიწევს მათი დაშორება. ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება. ისინი ბუნებრივი მტრები არიან, რადგან რუსეთს აქვს უზარმაზარი მიწა და ეს ჩინეთს სჭირდება. ჩინეთს არ აქვს მიწა მოსახლეობისთვის. ისინი ბუნებრივი მტრები არიან და ჩვენ დავუშვით მათი ერთად ყოფნა. ეს ძალიან სახიფათო რამ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.