ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“აღარ გვყავს ზალიკო სამადაშვილი, შესანიშნავი მწერალი და უნიკალური ადამიანი…”
ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორის „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა. იგი ასევე იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
ამასთან, ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
კომენტარები