პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებზე გამოვლენილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ შესაძლო დარღვევების ფაქტების პროკურატურაში წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.
„მთავარია ორი რამ: ერთი, რომ ვერ იმოქმედა საბოლოო შედეგებზე და მეორე, საგანგებო თემაა, რომ უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა გადაცდომა, რათა მომავალში ეს საქართველოს არასდროს ახასიათებდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განვითარებული დემოკრატიებია და საშინელებები ხდება – სადღაც ურნა იწვება, სადღაც ხმის მიცემის ტექნიკური საშუალება არ არის, ხდება ასეთი რამ. თუმცა, ფაქტია, ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აღნიშნული სავარაუდო სქემის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გუშინ გააცნო საზოგადოებას. მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კონკრეტულ მონაცემებს პროკურატურას მიაწვდის.