ისრაელი და აშშ ირანისგან გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1979 წლის რევოლუციის 45-ე წლისთავის აღსანიშნავავ ღონისძიებაზე, სტუდენტებთან განაცხადა.
„მტრები, იქნება ეს სიონისტური რეჟიმი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, უსათუოდ მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის მიმართ აკეთებენ“, – აღნიშნა ხამენეიმ.
ხამენეის მრჩეველმა დღეს განაცხადა, რომ თეირანი, სავარაუდოდ, გაზრდის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსს და შესაძლოა, გადაიხედოს ბირთვული დოქტრინაც, რომელიც, 2000-იანი წლების დასაწყისში გამოცემული რელიგიური განკარგულების შესაბამისად, დაპაუზებული იყო.
კომენტარები