ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის გამო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთობლივ გამოძიებას ისრაელის დაზვერვის უწყება და პოლიცია აწარმოებენ. როგორც ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთა შორის არ არიან პრემიერის ოფისის თანამშრომლები.
გამოძიების ცნობით, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებით ზიანი მიადგა ეროვნულ უსაფრთხოებას, კერძოდ კი, ისრაელის მიერ წარმოებული ომის მიზნებს.
კომენტარები