დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი ჰყავს. იგი 44 წლის აფროამერიკული წარმოშობის კემი ბეიდინოკია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ბეიდინოკმა სამადლობელ სიტყვაში პირობა დადო, რომ პარტიას, რომელმაც ივლისის არჩევნებში მარცხი განიცადა, წინ განახლება ელის.
„ჩემთვის ამ თანამდებობაზე არჩევა, ამ პარტიის ხელმძღვანელობა დიდი პატივია, პარტიის, რომელიც მიყვარს და პარტიის, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა“, – განაცხადა კემი ბეიდინოკმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
კემი ბეიდინოკი 2017 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობაზე ის რიში სუნაკს შეცვლის.
კომენტარები