სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი განცხადება არის, არა მხოლოდ დიპლომატების შეურაცხყოფა, არამედ საკუთარი ქვეყნის საზიანო განცხადებაც, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„თავის დიპლომატიურ მაღალ თანამდებობაზე მან თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ შეაქო ლავროვი, როგორც ყველაზე გამჭრიახი და გამოცდილი დიპლომატი. აქედან გამომდინარე მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს იმხელა ავტორიტეტი, რომ დიპლომატებს ჭკუა ასწავლოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ელჩებს დიპლომატის დღეს ვერ მიულოცავს და მათ სახელებს არც ისტორია დაივიწყებს. „თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? – სვამს რიტორიკულ კითხვას ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ ქვეყანას საგარეო დიპლომატიას, ელჩებს კი გამბედაობას უწუნებს და მათ მშიშარებად მოიხსენიებს.