77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ხმის წინასწარ მიცემის პროცედურა 47 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ ან ფოსტით დაახლოებით 100 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები