ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი, – განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე.
დონალდ ტრამპმა 5 ნოემბერს უწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
„ჩვენს ქვეყანაში არ შემოიჭრებიან, ჩვენ ოკუპირებულნი არ ვიქნებით, არ დაგვამარცხებენ, არ დაგვიპყრობენ. ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი. ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას და ყოველი დღე სავსე იქნება შესაძლებლობებით და იმედით და თავად ამერიკული ოცნებით. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები