აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩევლებისადმი დაგეგმილი მიმართვა გადადო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ჰარისის საარჩევნო შტაბში დაადასტურეს. ჰარისს მიმართვა დღეს საღამოს უნდა გაევრცელებინა, თუმცა ის ხვალამდე გადაიდო.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 248 ხმა აქვს, ხოლო ჰარისს – 216. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
კომენტარები