ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ენერგეტიკის მინისტრი ელი კოენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ელი კოენი წერს, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მსოფლიოსთვის და ისრაელის სახელმწიფოსთვის დიდი წარმატების მიღწევა მოხერხდა.
„ვულოცავთ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. თქვენი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში თქვენ მიაღწიეთ დიდ წარმატებას ისრაელის სახელმწიფოსთვის და მსოფლიოსთვის. ჩვენ ისტორიულ ეპოქაში ვართ და ეჭვგარეშეა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით და მონდომებით შეგიძლიათ აღადგინოთ სტაბილურობა, კეთილდღეობა და, უპირველეს ყოვლისა, დაარტყათ ტერორის რეჟიმს თეირანში, ყველაზე დიდ საფრთხეს თავისუფალი სამყაროსთვის“, – დაწერა ელი კოენმა.
კომენტარები