საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა გლობალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს და აგრეთვე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაში დაგვეხმარება“, – დაწერა კობახიძემ.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.
კომენტარები