“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს, არის ის, რომ ერთმანეთს არავინ უსმენს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ინაშვილმა აღნიშნა, არც წინა ხელისუფლება უსმენდა ოპონენტებს და ხალხს და შთაბეჭდილება რჩება, რომ დღევნადელი ხელისუფლებაც ასე იქცევა.
“წინა ხელისუფლება არავის უსმენდა. ქვეყანა ერთ დიდ ციხედ აქცია, ტერიტორიები დაკარგა და დაღუპვის პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით. დღეს მაქვს შეგრძნება, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც არ ცვლის ბევრ რამეს. არ ვგრძნობ, რომ დღეს ვინმე მისმენს და და ჩემი, როგორც დეპუტატის აზრი ვინმეს აინტერესებს. ვხედავ და ვისმენ მოსაზრებებს, რომლებიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის საფუძვლებისგან”, – განაცხადა ინაშვილმა.
კომენტარები