ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ნარენდრა მოდი წერს, მოელის თანამშრომლობის განახლებას ინდოეთი-აშშ-ის ყოვლისმომცველი გლობალური და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.
„ჩემო მეგობარო, გულითადად გილოცავთ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას. რამდენადაც თქვენ წარმატებით აგრძელებთ თქვენს წინა ვადას, ველი თანამშრომლობის განახლებას ინდოეთი-აშშ-ის ყოვლისმომცველი გლობალური და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხებისა და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად“, – წერს ინდოეთის პრემიერი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
კომენტარები