ფილადელფიაში ახალგაზრდები დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებენ. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდები, რომელთაც ასაკის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ამბობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად მათზე იმოქმედებს.
ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ამბობენ, რომ კამალა ჰარისი იქნებოდა პრეზიდენტი, რომელიც იბრძოლებდა ქალების უფლებებისთვის.
„დაიცავით ქალები და არა – იარაღი”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„სქაი ნიუსი“ წერს, რომ კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო აბორტების ნაწილი. ჰარისი აქტიურად უჭერდა მხარს აბორტის უფლებას.
კომენტარები