აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
ამის შესახებ ობამების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ახლა შედეგები ცნობილია და გვინდა, მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპსა და სენატორ ვენსს გამარჯვება. აშკარაა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ღრმა უთანხმოებებს მთელ რიგ საკითხებზე დემოკრატებთან მიმართებაში. თუმცა დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ ჩვენი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს, და სურვილი, რომ მშვიდობიანად გადასცე ძალაუფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ობამების აზრით, ამერიკამ ბევრი რამ გაიარა ბოლო რამდენიმე წელში. მათ შორისაა პანდემია და პანდემიისგან გამოწვეული ფასების ცვლილება.
„ამ პირობებმა შექმნა დაბრკოლებები მოქმედი დემოკრატიული ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში. გწუხანდელმა ღამემ აჩვენა, რომ ამერიკა არ არის იმუნური. ისეთ დიდ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, ყველაფერს ვერ დაეთანხმები, მაგრამ პროგრესი მოითხოვს, რომ გამოვავლინოთ რწმენა და კეთილგანწყობა თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ღრმად არ ვეთანხმებით. ეს არის ის, რითიც აქამდე მოვედოთ და ეს არის ის, რითიც გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას, რომელიც არის უფრო სამართლიანი, უფრო თანასწორი და უფრო თავისუფალი“, – აღნიშნულია ბარაკ და მიშელ ობამების განცხადებაში.