”დადებითი შედეგი თუ გამოიღო ვიცე-პრემიერად თქვენმა დანიშვნამ. რა დამსახურებისთვის დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე და ნიშნავს თუ არა თქვენი ფუნქცია იმას, რომ პიარი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სუსტი რგოლია?”, – “ვერსიას” შეკითხვას განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს:
”ჩვენ დროში თანამდებობებით აღარ აჯილდოებენ. ვიცე-პრემიერს მინისტრზე მეტი ხელფასი არ აქვს. ადრე თუ 10 საათამდე ვმუშაობდი, ახლა 12-მდე ვმუშაობ, ერთი კაპიკი ზედმეტი არ ამიღია და ორჯერ მეტი საქმე მაქვს. ასე რომ, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას, რომელსაც ვკურირებ, სუსტი რგოლი არაა, მაგრამ გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საქმეს კი არა, პიარს აკეთებდა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც საქმეს აკეთებს და გვინდა, პიარიც გავაკეთოთ ჯეროვნად. ეს სფერო მაინტერესებს, გამოცდილებაც მაქვს და მგონია, თავს კარგად გავართმევ”, – აცხადებს ჯეჯელავა.
წყარო: ვერსია