ოპოზიციამ ვერანაირი გეგმა ვერ წარადგინა, არანაირი მუხტი არ არის, მათი ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„ოპოზიციამ ამომრჩეველს ვერანაირი გეგმა ვერ წარუდგინა. ხაზარაძე ამბობს, თავად ვარ გეგმაო. მათგან არანაირი მუხტი არ არის. გუშინ დაახლოებით 1000-2000 ადამიანი იყო შეკრებილი, რადგან რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა. თავადაც კარგად აანალიზებენ, რომ რასაც ოპოზიცია უანონსებთ, ეს ყველაფერი აბსურდია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები