გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება,- ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულ მედიაში ვრცელდება.
“სოციალ-დემოკრატიულ” პარტიაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს 16 დეკემბერს მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის გამართვას სთხოვს.
არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მიიღოს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
კომენტარები