პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვისას „ლელოს“ წევრს, საბა ბუაძეს კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია.
„გამოთქვა მისეული შეფასებები და ვარაუდები არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ, თუმცა რაიმე მტკიცებულება მას არ დაუსახელებია. მხოლოდ მიგვითითა საარჩევნო სიებში ორი გარდაცვლილი პირის შესახებ. ცხადია, აღნიშნულია ინფორმაციები გადამოწმდება“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.
კომენტარები