პროკურორი ქეთი ჩაჩავა აცხადებს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვისას პარტია „ახალის“ წევრს თენგო თევზაძეს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ წარუდგენია.
„მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული მოწმე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მოგვაწვდიდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა ის შემოიფარგლა ძირითადად მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებული განცხადებებით. მას რამე კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული სახელები და გვარები და ფაქტები არ დაუსახელებია. მოწმის განცხადებით, მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია და როცა მტკიცებულებების შეგროვებას დაასრულებს, შემდეგ მოგვაწვდის ამ მტკიცებულებებს“, – განაცხადა პროკურორმა.
თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს გამოიკითხა.
კომენტარები