რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სიღრმეში უკრაინისთვის დარტყმების განხორციელების ნებართვა დაძაბულობის ახალ ტალღას შექმნის.
პესკოვი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ახალ ვითარებას ქმნის უკრაინის ომში შეერთებული შტატების ჩართულობასთან მიმართებაში.
მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვითარების ესკალაციის რისკებს ზრდის.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.
კომენტარები