პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.
62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. 
შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებია კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე განიხილეს.
		კომენტარები
		
			    				    	
					