რადიკალური ოპოზიცია გადასულია ექსტრემისტულ ქმედებებზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა და აღნიშნა, რომ მათ ახალგაზრდები ფარად ამოიყენეს.
„რადიკალური ოპოზიცია უკვე ექსტრემიზმშია გადასული. ექსტრემიზმია, როდესაც შენი ამომრჩეველი გაძლევს ხმას და ამის შესაბამისად არ შედიხარ პარლამენტში. ექსტრემიზმია, რომ ვერ მოიგე არჩევნები, გადიხარ ქუჩაში და აწყობ აი იმ რაღაც ცეცხლოვან ომებს, რომლებიც ჩვენ დავინახეთ. ექსტრემიზმია, როდესაც შენ ამ მავნებლურ გეგმებში იყენებ ახალგაზრდებს და ფარად გყავს ამოყენებული ბავშვები და ახალგაზრდები. სამწუხაროა, როდესაც რადიკალური და ექსტრემისტული ოპოზიციის მდგომარეობა ისეთ მოცემულობამდე მივიდა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უკიდურესად მდაბიო და უკიდურესად მავნებლური ფორმებით იბრძვიან“, – განაცხადა წილოსანმა.